top of page

აიდა მაჰმუდოვა

Სამოთხე მოიცდის

პერსონალური გამოფენა

17.11.2022 — 10.02.2023

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

საქართველო, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 27

Tel: 032 298 60 04, Email: info@momatbilisi.ge

Moma Logo.png
Museum.jpg

Სამოთხე მოიცდის (ფირათ არაპოღლუ) ჩვენი არსებობისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი შესაძლებლობის გამოსაკვლევად ხელოვნებასა და სოციალურ მეცნიერებებს უნდა მივმართოთ და მიუხედავად ხელოვნების უნივერსალური ღირებულებების არსებობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ლიტერატურული და ვიზუალური კონტექსტი მკაცრად ლოკალურია. არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შემდეგი რამეს: რეალობა, რომელშიც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის „სამოთხე მოიცდის“ შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ხელოვანი სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს. ერთი მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს. ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, მთელი პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტთან და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებენ ადგილს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში გამოძახილს ჰპოვებს. მაჰმუდოვას განცხადებით გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი სამყაროს კაცობრიობის შემხედვარე ასახავს, ის პარალელურად ჩვენს საერთო გამოცდილებას საკუთარი თავის მეშვეობითაც ადასტურებს. ეს მაჰმუდოვას მოწოდებაა: ხელოვნების ძალა გამოიწვევს ჩვენს გონებას და გავლენას ახდენს მასზე, ნერვებზე, მოგონებებზე, ემოციებსა და სულებზე. ის სამყაროში ჩვენს არსებობას საკუთარი სხეულიდან აღებული იმ ყალიბებისა და მოცულობების საშუალებით გამოხატავს, რომლებიც სიცარიელეს ავსებენ. ჭერიდან ჩამოკიდებული ტილოები და სხვა ნამუშევრები იმედს იძლევიან და პეიზაჟებში ჩვენს მოგონებებსა და მომავლის ხედვებს დაგვანახებენ. ხელოვანი აცხადებს, რომ ხელოვნების საშუალებით ჩვენ მატერიალურ და სულიერ ბოროტებასთან ბრძოლა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის იდეალების გაზიარება შეგვიძლია. ის ხელოვნების უნივერსალურ მნიშვნელობასა და ძალას გვაჩვენებს და ადამიანებს თავისი ნამუშევრების საშუალებით მათი ცხოვრებისა და ისტორიის დამახსოვრების საშუალებას აძლევს. ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ხილული სამყაროს აღწერით, გაზომვითა და ანალიზით. მაჰმუდოვას მიაჩნია, რომ გეოგრაფია და მეხსიერება მათი ნატურალისტურად წარდგენისთვის ზედმეტად აბსტრაქტულ ერთეულებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების თანახმად ხელოვნება მსოფლიოს განახლებას უწყობს ხელს, იგი ამავდროულად აცხადებს, რომ თანამედროვე დრო და სივრცე დაუცველი და ინტროვერტულია. შესაბამისად, სამყარო ტილოების კიდეებზე ღია კომპოზიციების სახითაა გამოსახული და მაჰმუდოვას ნამუშევრები შეიძლება დამთვალიერებლისთვის აღმოჩენისა და გამოხატვის საშუალებად იქცეს. მნიშვნელობებისთვის ბარიერების მოხსნით ხელოვანი საზოგადოებას მეტი ღიაობისა და კრეატიულობისკენ მოუწოდებს. გაბედული ინოვაციური მოქმედებით მაჰმუდოვა გვიჩვენებს, რომ კაცობრიობას შესაბამისი უნარებისა და ხელსაწყოების საშუალებით საზღვრების გადალახვა შეუძლია. შედეგად, გამოფენა ფიზიკური და კონცეპტუალური საზღვრების გარღვევას ცდილობს რის გარეშეც ჰუმანისტური გეოგრაფიის არსებობა შეუძლებელი იქნება. ნამუშევრების გულდასმით დათვალიერება კი იმ მნიშვნელოვანი მინიშნებების აღმოჩენას შეგვაძლებინებს, რომლებიც ამის გაკეთების გზებსა და ამისთვის საჭირო სიმამაცის ხარისხს გაგვააზრებინებს.

Heaven Can Wait Firat Arapoglu In order to explore all the possibilities of our existence, we have to turn to art and the social sciences. While there are universal values of art, we must not forget that our literary and visual context is strictly local. The following point is essential: The reality in which a person feels himself/herself most profoundly is the artistic reality that leads us to the universal reality. Here, Aida Mahmudova takes us to a kind of landscape, to the reality of the landscape, to save us from the claustrophobia of the self. Although the reality of the landscape that the artist created at the center of the “Heaven Can Wait” exhibition may seem personal and difficult to understand at first glance, the artist critiques the pathology of the self. On the one hand, life stands before us in all its anatomical reality, and in some cases, life appears as much more than a landscape. However, trying to separate life from the landscape will also lead us to a kind of alienation. All life, all personal or social history, takes place in a landscape, in geography, and there is always some place that resonates in our memory. Mahmudova states that geography is an essential dimension of civilization, and that people can be contacted within this geography. Two large canvases at the center of the exhibition tell us about geography and its diversity and importance, while also drawing our attention to its beauty and horror. These canvases, which symbolize the beginning and the end, also contain clues about the past and the future. The paintings, which are in harmony with the fragmentary structure of our age, mark an organism's return to its original point after its entire natural cycle (birth, life, and death). While the artist depicts the world by looking at humanity, she also affirms our shared experience through herself. It is a call made by Mahmudova: The power of art summons and affects our minds, nerves, memories, emotions, and, ultimately, souls. She expresses our existence in the world through the negative castings of the molds she took from her own body and the volumes they occupy in the void. She also conveys hope in her canvases and surface works that she hangs from the ceiling. In these landscapes, we can see our memories as well as glimpses of our future. In her works, she proclaims that through art, we can fight material and spiritual evils, and communicate the ideals of the past, present, and future. Mahmudova shows us the universal importance and power of art because she makes people remember their lives and their history with her works. Art no longer confines itself to describing, measuring, and analyzing the world as it appears. Mahmudova believes that geography and memory are too abstract to be presented in a naturalist way. While Mahmudova’s works convey that art contributes to the world's renewal, she states that modern time and space are insecure and introverted. Therefore, the world is depicted as an open composition on the edges of the canvases. Her works can be a means of discovery and expression for the audience; she calls for greater openness and creativity where barriers to meaning are removed. With a courageous pioneering action, Mahmudova shows us that humanity can transcend borders with appropriate skills and tools. As a result, the exhibition seeks to cross physical and conceptual borders. Unless we cross these borders, we will not have humanist geography. A careful look at the works will provide us with significant clues to understand a little bit about how this can happen, and if we dare.Heaven Can Wait Firat Arapoglu In order to explore all the possibilities of our existence, we have to turn to art and the social sciences. While there are universal values of art, we must not forget that our literary and visual context is strictly local. The following point is essential: The reality in which a person feels himself/herself most profoundly is the artistic reality that leads us to the universal reality. Here, Aida Mahmudova takes us to a kind of landscape, to the reality of the landscape, to save us from the claustrophobia of the self. Although the reality of the landscape that the artist created at the center of the “Heaven Can Wait” exhibition may seem personal and difficult to understand at first glance, the artist critiques the pathology of the self. On the one hand, life stands before us in all its anatomical reality, and in some cases, life appears as much more than a landscape. However, trying to separate life from the landscape will also lead us to a kind of alienation. All life, all personal or social history, takes place in a landscape, in geography, and there is always some place that resonates in our memory. Mahmudova states that geography is an essential dimension of civilization, and that people can be contacted within this geography. Two large canvases at the center of the exhibition tell us about geography and its diversity and importance, while also drawing our attention to its beauty and horror. These canvases, which symbolize the beginning and the end, also contain clues about the past and the future. The paintings, which are in harmony with the fragmentary structure of our age, mark an organism's return to its original point after its entire natural cycle (birth, life, and death). While the artist depicts the world by looking at humanity, she also affirms our shared experience through herself. It is a call made by Mahmudova: The power of art summons and affects our minds, nerves, memories, emotions, and, ultimately, souls. She expresses our existence in the world through the negative castings of the molds she took from her own body and the volumes they occupy in the void. She also conveys hope in her canvases and surface works that she hangs from the ceiling. In these landscapes, we can see our memories as well as glimpses of our future. In her works, she proclaims that through art, we can fight material and spiritual evils, and communicate the ideals of the past, present, and future. Mahmudova shows us the universal importance and power of art because she makes people remember their lives and their history with her works. Art no longer confines itself to describing, measuring, and analyzing the world as it appears. Mahmudova believes that geography and memory are too abstract to be presented in a naturalist way. While Mahmudova’s works convey that art contributes to the world's renewal, she states that modern time and space are insecure and introverted. Therefore, the world is depicted as an open composition on the edges of the canvases. Her works can be a means of discovery and expression for the audience; she calls for greater openness and creativity where barriers to meaning are removed. With a courageous pioneering action, Mahmudova shows us that humanity can transcend borders with appropriate skills and tools. As a result, the exhibition seeks to cross physical and conceptual borders. Unless we cross these borders, we will not have humanist geography. A careful look at the works will provide us with significant clues to understand a little bit about how this can happen, and if we dare.

DSCF9792_edited_edited.jpg

„არსებობს ხელოვანი და მედიუმი. ჩემსა და სხვას შორის მიმდინარე დაუსრულებელი ურთიერთობა მუდმივ საუბარს ჰგავს და ორივე მხარის სრულ ჩართულობას საჭიროებს. აქტი თავისთავადაა შემოქმედების უწმინდესი ფორმა.

 

ეს, თავის მხრივ, უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ფართო შესაძლებლობების მქონე ავთენტურ და დაუცველ კომუნიკაციაში ჩაერთოთ, რომელიც აწმყოში გვაკავშირებს და გვაერთიანებს, მრავალმხრივ, არაპროგნოზირებად და მშვენიერ შედეგებს გვაძლევს.”

 

აიდა მაჰმუდოვა

DSC_1232_edited_edited.jpg

საერთაშორისო დონეზე გამოფენილი აიდა მაჰმუდოვას ნამუშევრები  სხვადასხვა ტექნიკისა და მედიის საშუალებითაა შექმნილი. მიუხედავად მრავალფეროვანი პრაქტიკისა, ხელოვანის ძირითადი ყურადღება მასალის, როგორც ექსპერიმენტების ინსტრუმენტისა და მის საცხოვრებელ სამყაროში ნავიგაციისკენაა მიმართული.  

 

შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში მაჰმუდოვა მასალით დაინტერესდა, რაც მის პეიზაჟებსა და ნახევრად აბსტრაქტულ ტილოებში სინათლით, ფერითა და მატერიით ჩატარებულ ექსპერიმენტებში გამოიხატა. ნახატებზე შრეების დამატებასთან ერთად ხელოვანმა თავისი სამუშაო სფერო კიდევ უფრო გააფართოვა და ის სამგანზომილებიანი გახადა რასაც ქანდაკების მიმართ მსგავსი მიდგომის გამოყენება,  ემოციური და ინტენსიური გარემოს შექმნა მოჰყვა. ხელოვანი ნელ-ნელა ამატებს ერთმანეთს ისეთი მასალის მრავალფეროვან სპექტრს, როგორებიცაა ქაღალდი, თიხა, საღებავი, ცემენტი, ქვა და ამ ბოლო დროს ეპოქსიდის წებო და დაუმუშავებელი მარმარილო. მისთვის ეს მასალები თითქმის ადამიანურ ხარისხს იძენს და ის მათ ერთმანეთთან დაკავშირების, ურთიერთობისა და ერთმანეთზე ზემოქმედების გზებს იკვლევს. ღრმად ინტუიციური ხელოვანი ამ ექსპერიმენტებს საკუთარი მატერიალური ზრდისა და ემოციური განკურნების იარაღად იყენებს.

მაჰმუდოვასთვის ყველაზე მთავარი შემოქმედების პროცესია. მისი ქსოვილის სტრუქტურის მქონე ნამუშევრები მეხსიერების მქონე ნიშნებია სადაც თითოეული ფენა ხელოვანისთვის პირად დროსა და სივრცეში არსებულ კონკრეტულ მომენტს შეიცავს.

ხელოვანის შემოქმედება არჩეული მასალების ფიზიკურ ბუნებასთან და რჩეულ მიწიერ პალიტრასთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს და სიყვარულის, დანაკარგის, მეხსიერებისა და სურვილის უნივერსალური გრძნობების სრულ სპექტრს მოიცავს.

 

აიდა მაჰმუდოვა აზერბაიჯანელი ხელოვანი და YARAT Contemporary Art Space-ის (ბაქო) დამფუძნებელია. მას ცენტრალური სენტ მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის (ლონდონი) სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული.

 

2011 წელს აიდა მაჰმუდოვამ YARAT-ი - ახალგაზრდა ხელოვანების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე მხარდაჭერის ცენტრი დააარსა. მრავალწლიანი წარმატებული მუშაობისა და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შემდეგ, YARAT-ი ახლა სამ საგამოფენო სივრცეს აერთიანებს და ბაქოში ხელოვანების სარეზიდენციო პროგრამას, საერთაშორისო, რეგიონულ და აზერბაიჯანის დონეზე დინამიურ წამყვან საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამებს, ღონისძიებების მთელ რიგს მართავს.

პერსონალური გამოფენები

პერსონალური გამოფენები

2021

პერსონალური გამოფენები

2019

რჩეული ნამუშევრები, თანამედროვე ხელოვნების მრჩევლები, Parallel Vienna, ლასალის ქუჩა, ვენა, ავსტრია

პერსონალური გამოფენები

2017

გამწვანებული, Slovenská filharmónia, ბრატისლავა, სლოვაკეთი

 

გამწვანებული, აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი, ვენა, ავსტრია

 

ვერ ვიჭერ შუქს, Deweer Gallery, ოტეგემი, ბელგია

 

უდაბნო როგორც ასეთი, Cuadro Gallery, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

პერსონალური გამოფენები

2016

პერსონალური გამოფენები

2015

გამვლელი..., Leila Heller Gallery, ნიუ-იორკი, აშშ

     

Elysium, MoMA, ბაქო, აზერბაიჯანი

პერსონალური გამოფენები

2013

შინაგანი მშვიდობა, Barbarian Art Gallery, ციურიხი, შვეიცარია

 

შინაგანი მშვიდობა, Kichik Gal Art Gallery, ბაქო, აზერბაიჯანი

პერსონალური გამოფენები

2006

პერსონალური გამოფენა პიანისტ მურად ადიგეზალზადესთან თანამშრომლობით, მიეძღვნა უზეირ ჰაჯიბეიოვის 120 წლის იუბილეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი, ბაქო, აზერბაიჯანი.

პერსონალური გამოფენები

2002

პირველი პერსონალური გამოფენა, Q Gallery, ბაქო, აზერბაიჯანი

ჯგუფური გამოფენები

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2022

Art Dubai, Gazelli Art House Booth, მადინა ჯუმეირას საკონფერენციო და ღონისძიებათა ცენტრი, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2020

ნისლები ჩემს თავში ეპიკურ ისტორიად გადაიქცა, YARAT ცენტრი, ბაქო, აზერბაიჯანი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2019

მხატვრობა, ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA), ბაქო, აზერბაიჯანი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2018-
2019

ვარსკვლავებიანი ცები, მოგზაური გამოფენა, აზერბაიჯანის რეგიონები

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2018

სხეულის პეიზაჟები, YAY Gallery, ბაქო, აზერბაიჯანი

 

Her shey qayidacaq, Gazelli Art House, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2017

ზღვასა და მთებს შორის, YAY Gallery, ბაქო, აზერბაიჯანი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2016

300 სიტყვა წინააღმდეგობის შესახებ, YARAT Centre, ბაქო, აზერბაიჯანი

 

Art Dubai, YAY Gallery, მერვე კიოსკი, მადინა ჯუმეირა, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

 

Art Paris Fair, YAY Gallery, მეექვსე კიოსკი, Grand Palais, პარიზი, საფრანგეთი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2015

შეხვედრის წერტილი, Cuadro Gallery, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

 

ისტორიების შექმნა, YARAT-ის მუდმივი კოლექციის გამოფენა,

YARAT Centre, ბაქო, აზერბაიჯანი

 

Vita Vitale, აზერბაიჯანის ეროვნული პავილიონი 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ვენეციის ბიენალე, ვენეცია, იტალია

 

კანფეტის მთები და ნავთობის სანაპიროები, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა, PERMM თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, პერმი, რუსეთი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2014

დღეს და აქ, დახარისხების ძველი ოფისი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 

ჩვეულებრივის პოეტიკა, აზერბაიჯანის პავილიონი, ვენის ახალი თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, ვენა, ავსტრია

 

შინაგანის კვლევა, გამოფენა ბუტას ფესტივალის ფარგლებში,

Louise Blouin Foundation, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 

Christie's Off White-ის თანამედროვე ხელოვნების აუქციონი The Naked Heart Foundation-სთვის, Cosmoscow თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მოსკოვის მანეჟი, მოსკოვი, რუსეთი

 

კაცობრიობის ხელოვნება, ტრევიზო, , Luciano Benetton Collection, წიგნის კოლექცია და გამოფენა, იტალია

 

გიყვარდე, არ გიყვარდე, აზერბაიჯანისა და მისი მეზობლების თანამედროვე ხელოვნება, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ბაქო, აზერბაიჯანი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2013

გიყვარდე, არ გიყვარდე, აზერბაიჯანისა და მისი მეზობლების თანამედროვე ხელოვნება, ვენეციის 55-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენის პარალელური ღონისძიება, ვენეცია, იტალია

 

ჩემი ტკბილი სახლი, აზერბაიჯანის კულტურული ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი

 

ქარის ტერიტორია, ღია ცის ქვეშ ქანდაკების მუზეუმი, გარადაღი, ბაქო, აზერბაიჯანი

 

ჩემი ტკბილი სახლი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), ბაქო, აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანი: ქარისა და ცეცხლის ფერები, Imago Mundi Benetton-ის კოლექცია, წიგნი და გამოფენა, Gallerie delle Prigioni, ტრევიზო, იტალია

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2012-
2013

გაფრინდი ბაქოში. თანამედროვე ხელოვნება აზერბაიჯანიდან, მოგზაური გამოფენების სერია, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ბაქო, აზერბაიჯანი; Kunsthistorisches Museum – Neue Burg, ვენა, ავსტრია; Spazio D – MAXXI-ის შენობა XXI საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომი, იტალია; მულტიმედიური ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი; Collectors Room, ბერლინი, გერმანია; სასტუმრო Salomon de Rothschild, პარიზი, საფრანგეთი; Howick Place -  Phillips de Pury & Company, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2012

012 ბაქოს საჯარო ხელოვნების ფესტივალი, ორგანიზებული იყო YARAT Contemporary Art Space-ის მიერ, ბაქო, აზერბაიჯანი

 

კომონისტი, YARAT-ის ალტერნატიული ხელოვნების სივრცე, ბაქო, აზერბაიჯანი

 

ხიდების შერწყმა, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბაქო, აზერბაიჯანი

Group exhibitions

ჯგუფური გამოფენები

2011

წინასიტყვაობა, YARAT-ის ალტერნატიული ხელოვნების სივრცე, ბაქო, აზერბაიჯანი

 

ცეცხლის ქვეყანა, თანამედროვე ხელოვნება აზერბაიჯანიდან, Hotel d’ Evreux, პარიზი, საფრანგეთი

 

ქალწულის კოშკი, ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი, ბაქო, აზერბაიჯანი

bottom of page